გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს

14-12-2024

მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად აირჩიეს.


ის საარჩევნო კოლეგიამ 224 ხმით აირჩია. 225 ბიულეტენიდან ერთი ბიულეტენი გაბათილდა.


ქვეყნის ისტორიაში პირველად პრეზიდენტი არაპირდაპირი გზით აირჩიეს.


საარჩევნო კოლეგიის წევრები იყვნენ პარლამენტის 150 დეპუტატი, აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის 20, აჭარის მთავრობის 21 წევრი, კოლეგიაშია თვითმმართველობების 109 წარმომადგენელი.


არჩევნების პროცედურულ ნაწილზე პასუხისმგებელი ცესკო იყო.


ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება.