გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ლევან კობერიძე: „ქართული ოცნებას“ სოცქსელით დაანონსებულ აქციასთან ,,მე მჯერა ივანიშვილის,“ შემხებლობა არ აქვს

11-11-2018

„არანაირი შემხებლობა „ქართული ოცნებას“ სოციალური ქსელით დაანონსებულ აქციასთან ,,მე მჯერა ივანიშვილის“ არ აქვს“-ასე ეხმიანება პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ლევან კობერიძე სოციალური ქსელით დაანონსებულ აქციას სახელწოდებით - „ მე მჯერა ივანიშვილის“.


„ამ აქციასთან დაკავშირებით შემიძლია მოგახსენოთ, რომ ეს აქცია არანაირ შემხებლობაში არ არის წინასაარჩევნო კამპანიასთან, რომელსაც აწარმოებს ჩვენი გუნდი. შესაბამისად, ჩვენ ვართ მმართველი გუნდი და ჩვენი მოსახლეობისათვის აქციების მოწყობა არ გვჭირდება. ჩვენ გვაქვს შესაბამისად კამპანია, რომელსაც ვაწარმოებთ, სადაც კეთდება ყველა განცხადება, რომელიც საჭიროდ მიგვაჩნია. რაც შეეხება ორგანიზატორებს, არ ვიცი ვინ არიან ორგანიზატორები და შესაბამისად არანაირი შემხებლობა „ქართული ოცნებას“ და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია არც ჩვენს მხარდამჭერებს აქციასთან არ აქვს“,- განაცხადა ლევან კობერიძემ.