გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

დიმიტრი სამხარაძე: კალასმა თქვა, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე უნდა ვიმსჯელოთო, ახლა დიდი მღელვარება უნდა იყოს ქუჩებში, დავამხოთ მთავრობაო, უნდა გუგუნებდეს ოპოზიცია - სად არიან?

16-12-2024

კალასი გამოვიდა და თქვა, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე უნდა ვიმსჯელოთო. ახლა წესით დიდი მღელვარება უნდა იყოს ქუჩებში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.


მისი განცხადებით, კაია კალასის ეს განცხადება პირველი ნაპერწკალი უნდა ყოფილიყო, რასაც უნდა დაენგრია ყველაფერი, ოპოზიციის მიერ კი მთავრობის დამხობის მოთხოვნა უნდა გაჟღერებულიყო, თუმცა, ისინი არსად არიან და სწორედ მოვლენების ამგვარი განვითარება დააზღვია მმართველმა გუნდმა.


„დღეს 16 დეკემბერია… კალასი გამოვიდა და თქვა, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე უნდა ვიმსჯელოთო. ახლა წესით დიდი მღელვარება უნდა იყოს ქუჩებში. პირველი ნაპერწკალია, რასაც უნდა დაენგრია ყველაფერი, ხალხი უნდა აღეშფოთებინათ, დავამხოთ მთავრობაო უნდა გუგუნებდეს ოპოზიცია… სად არიან?.. აი თურმე რა დაგვიზღვევია… ვერ გაგვიცანით, ვერც ერთი ძალიან მაგარი კაცი შეაფასეთ და დააფასეთ… სიმართლე გაიმარჯვებს ყოველთვის და უნდა შეეგუოს ყველა სიმართლის და საქართველოს გამარჯვებას! ჩვენ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ!“, - წერს დიმიტრი სამხარაძე.