გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ირაკლი კობახიძე: დიპლომატიურ პასპორტებზე სავიზო შეზღუდვების შემოღება უკიდურესად არამეგობრული, ანტიქართული ნაბიჯია

16-12-2024

წინასწარ არის დაახლოებით ცნობილი, თუ რა გადაწყვეტილება იქნება დღეს მიღებული, ამასთან დაკავშირებით გამოსულია გარეთ ინფორმაცია, განსაკუთრებული არაფერი, ერთადერთი ნეგატიური, რაც უდევთ მაგიდაზე, არის დიპლომატიურ პასპორტებზე სავიზო შეზღუდვების შემოღება, ისიც გარკვეული ვადის შემდეგ , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრასა და სანქციების განხილვას ეხებოდა.


მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ საბოლოო ჯამში ევროკავშირში კონკრეტული პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების პოზიციები შეიცვლება.


"ერთადერთი ნეგატიური, რაც უდევთ მაგიდაზე, არის დიპლომატიურ პასპორტებზე სავიზო შეზღუდვების შემოღება, ისიც გარკვეული ვადის შემდეგ. რა თქმა უნდა, ესეც არის უკიდურესად არამეგობრული, ანტიქართული ნაბიჯი. იმედია, რომ საბოლოო ჯამში შეიცვლება ევროკავშირში კონკრეტული პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების პოზიციები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ განსაკუთრებით 20 იანვრის შემდეგ გარკვეული ცვლილებები მოხდება ევროკავშირის პოლიტიკაში, დანარჩენს დაველოდოთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.