გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი კობახიძე: საქართველოში ყველაფერი არის კარგად, პარლამენტი მუშაობს, მთავრობა მუშაობს, პრეზიდენტი დაიწყებს მუშაობას 29 დეკემბრიდან

17-12-2024

საქართველოში ყველაფერი არის კარგად, კონკრეტული ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩამოყალიბებულია მყარი უმრავლესობა, პარლამენტი მუშაობს, მთავრობა მუშაობს, პრეზიდენტი დაიწყებს მუშაობას 29 დეკემბრიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, შესაბამისად, საქართველოში არის განსხვავებული ვითარება გერმანიისა და საფრანგეთისგან განსხვავებით, სადაც კრიზისია.


„სწორედ ამას ვერ ეგუებიან კონკრეტული ჩინოვნიკები ევროკავშირში. სწორედ სტაბილურობა არის ის, რაც მათ ასე ძალიან აღიზიანებთ", - აღნიშნა პრემიერმა.