გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ახალციხეში არასრულწლოვანი გოგოები 37 წლის კაცს გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებენ

12-11-2018

ახალციხეში მცხოვრები 13–14 წლის გოგოები, მეზობლად შუა ხნის კაცს გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებენ. 37 წლის კაცი ერთ-ერთი გოგოს მშობლის მიერ პოლიციაში ჩივილის შემდეგ, გარყვნილი ქმედების ბრალდებით სამართალდამცველებმა დააკავეს. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.


საქმის მასალების თანახმად, ბრალდებული ახალციხეში ერთ-ერთ სასტუმროში მუშაობს და კვების ობიექტზეა დასაქმებული. ხუთამდე მოზარდი ამბობს, რომ 37 წლის კაცი მათთან ურთიერთობის დამყარებას ცდილობდა: "სასქესო ორგანოზე ეკიდა ხელი და ცდილობდა მოგვახლოვებოდა", - ამბობენ გოგოები.


37 წლის კაცი 10 ნოემბერს დააკავეს. აღკვეთის ღონისძიებაზე კი ახალციხის რაიონული სასამართლო, ხვალ 12 ნოემბერს იმსჯელებს. დაკავებულს ბრალი სსკ–ს 141 მუხლით ედება, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ათ წლამდე.


imedinews.ge