გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ბათუმის უბნების ყველა ეზოში მწვანე სივრცეები მოეწყობა

12-11-2018

მათივე ინფორმაციით, პროექტი ბათუმის მჭიდროდ დასახლებულ უბნებში ახალი სკვერების მოწყობას და გამწვანებით ღონისძიებებში მოსახლეობის ჩართულობას ითვალისწინებს.


„თამარის დასახლებაში მწვანე სივრცისთვის შერჩეულ ტერიტორიაზე თორნიკე რიჟვაძემდა ლაშა კომახიძემ ხე-მცენარეები ბავშვებთან ერთად დარგეს. თითოეული ნერგი სახელობითი იქნება, რაც პროექტისადმი ინტერესს მოსახლეობის მხრიდან განსაკუთრებით ზრდის. ამ ეტაპზე თამარის დასახლებაში დაირგო 100-მდე მარადმწვანე, ბუჩქოვანი და ყვავილოვანი ნერგი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.


როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, ახალი ინიციატივა „მწვანე სივრცე ყველა ეზოში“ გრძელვადიანი პროექტია და ეტაპობრივად, ქალაქის ყველა უბანს მოიცავს.


ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლიდან ახალი მწვანე სივრცეების მოსაწყობად 3000-ზე მეტი ნერგია გათვალისწინებული.


imedinews.ge