გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტმა ტრამპმა გასცა დაპირება, რომ დაამარცხებს „დიფ სთეითს" და გაათავისუფლებს აშშ-ს არაფორმალური გავლენებისგან, დიდი იმედი მაქვს, ამას შეძლებს

20-12-2024

პრეზიდენტმა ტრამპმა გასცა დაპირება, რომ დაამარცხებს „დიფ სთეითს" და გაათავისუფლებს აშშ-ს არაფორმალური გავლენებისგან, ძალიან დიდი იმედი, რომ ამას შეძლებს და ეს ყველაფერი საქართველოს მაგალითზეც გამოჩნდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დრეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა პრეზიდენტ ტრამპს ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში წარმატებები უსურვა.


„პრეზიდენტმა ტრამპმა გასცა დაპირება, რომ ის დაამარცხებს „დიფ სთეითს" და გაათავისუფლებს ამერიკის შეერთებულ შტატებს არაფორმალური გავლენებისგან. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ დონალდ ტრამპი ამას შეძლებს და ეს ყველაფერი საქართველოს მაგალითზეც გამოჩნდება. გამოჩნდება საქართველოს მაგალითზეც ის, თუ რამდენად შეძლებს პრეზიდენტი ტრამპი „დიფ სთეითის" დამარცხებას, არაფორმალური გავლენების დამარცხებას. პრეზიდენტ ტრამპს მინდა, ვუსურვო წარმატებები ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.