გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია ძალიან მალე შეეგუება თავის ბედს და თებერვალში შეიძლება შეგვასწრონ პარლამენტში

21-12-2024

ოპოზიცია ძალიან მალე შეეგუება თავის ბედს და თებერვალში შეიძლება შეგვასწრონ პარლამენტში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილია 800 ადამიანი და ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ოპოზიცია არის გაკოტრებული.


„დღეს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილია 800 ადამიანი. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ოპოზიცია არის გაკოტრებული, ოპოზიციას არაფერი აქვს სათქმელი, მათ შორის არჩევნებთან დაკავშირებითაც. მე მგონია, რომ ოპოზიცია ძალიან მალე შეეგუება თავის ბედს და თებერვალში შეიძლება შეგვასწრონ პარლამენტში", - განაცხადა პრემიერმა.