გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

პრემიერი ეუთო/ოდირის დასკვნაზე: მზად ვართ, როგორც კანონმდებლობის, ასევე პრაქტიკის და ტექნიკური უზრუნველყოფის კუთხით, ყველაფერთან დაკავშირებით ვიმსჯელოთ

21-12-2024

მზად ვართ, როგორც კანონმდებლობის, ასევე პრაქტიკის და ტექნიკური უზრუნველყოფის კუთხით, ყველაფერთან დაკავშირებით ვიმსჯელოთ და სადაც შესაძლებელია რეკომენდაციების გათვალისწინება, ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა, თუ რა ტიპის რეკომენდაციებია ეუთო/ოდირის დასკვნაში.


„არის სხვადასხვა ტიპის რეკომენდაციები, ნაწილი ეხება კანონმდებლობას, მათ შორის, არის გარკვეული რეკომენდაციები, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ გვაქვს ჩვენი მკაფიო პოზიცია, მაგალითად არის წარმოდგენილი რეკომენდაცია ცესკოს ფორმირების წესთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს მკაფიო, დასაბუთებული პოზიცია ამ თემაზე, თუმცა აქაც მზად ვართ ვიმსჯელოთ ეუთო/ოდირთან ერთად. არის რეკომენდაციები პრაქტიკასთან დაკავშირებით, ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებითაც და რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი საკითხი ექვემდებარება განხილვას. პოლარიზაცია არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც არის გამოკვეთილი ამ დასკვნაში და ამასაც ეხება რეკომენდაციები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.