გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გრიგოლ ვაშაძის რუსი პიარტექნოლოგი ვიტალი შკლიაროვი დეკემბერში საქართველოში რევოლუციას აანონსებს

12-11-2018

„ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის რუსი პიარტექნოლოგი, ვიტალი შკლიაროვი დეკემბერში საქართველოში რიგგარეშე „ვარდების რევოლუციას“’ პროგნოზირებს.


„არის შანსი, რომ დეკემბერში საქართველოში ვითარება რადიკალურად შეიცვლება. არის შანსი, რომ მოხდება რიგგარეშე „ვარდების რევოლუცია“ ანუ ხელისუფლების შეცვლა, მაგრამ ცვლილებების მშვიდობიანი და ნამდვილად დემოკრატიული „რევოლუცია“. რევოლუცია, სადაც არც ქვემოთ და არც ზემოთ არ სურთ ძველბურად ცხოვრება, რევოლუცია, რომელსაც არ ეყოლება წაგებული“ – წერს ვიტალი შკლიაროვი რადიო „ეხო მოსკვიზე“ გამოქვეყნებულ ბლოგში „სამი დასკვნა საქართველოს სამპეზიდენტო არჩევნებიდან“. შკლიაროვი დარწმუნებულია, რომ საქართველო გახდება ახალი ტიპის და ახალი თაობის უფრო ძლიერი დემოკრატიული „სტარტაპ-სახელმწიფო“, თანამედროვე სამყაროში კი, მისი აზრით, ეს ერთადერთი გზაა განვითარების და მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესების“.