გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პრემიერი: ცივი წყალი გადაასხა ეუთო/ოდირის დასკვნამ ოპოზიციის ყველა გზავნილს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, იძულებული არიან, ისაუბრონ ტყუილებით საზოგადოების წინაშე

22-12-2024

რეალურად, ცივი წყალი გადაასხა ეუთო/ოდირის დასკვნამ ოპოზიციის ყველა გზავნილს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიცია იძულებულია ისაუბროს ტყუილებით საზოგადოების წინაშე.


„სხვა არაფერი აქვთ დარჩენილი, შესაბამისად, იძულებული არიან, ისაუბრონ ტყუილებით საზოგადოების წინაშე. მათ ყოველთვის ახასიათებდათ ასეთი საუბარი, შესაბამისად, ახალი ბუნებრივია არაფერია", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.