გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ბიზნესმენი ირაკლი იაშვილი - არ ვუერთდები მოთხოვნას, რომ ლარი ჩამოვაქციოთ, არ ვუერთდები არანაირ პეტიციას, რადგან ჩემი მოსაზრებები მაქვს

24-12-2024

ლარის კურსზე რომ მიმდინარეობს შეტევა, ეს სწორად მიგაჩნიათ? 30 წელი ნაკუწ-ნაკუწ ვაგროვეთ ეს ქვეყანა, ეკონომიკა და ლარი. ჩამოვაქციოთ ლარი – მესმის მოთხოვნები, არ ვუერთდები ამ მოთხოვნას, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, ირაკლი იაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ბიზნესმენების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.


იაშვილის თქმით, ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს.


„30 წელიწადია, ასეთ რეჟიმში ცხოვრობს ეს ქვეყანა, ჩვენც მათ შორის. ახლა მინდა, გავიგო, ჩვენ რა გველოდება, როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება, როგორ მივხედოთ ეკონომიკას. ლარის კურსზე რომ მიმდინარეობს შეტევა, ეს სწორად მიგაჩნიათ თქვენ? ნალოლიავები, 30 წელი ნაკუწ-ნაკუწ ვაგროვეთ ეს ქვეყანა, ეკონომიკა და ლარი. ჩამოვაქციოთ ლარი – მესმის მოთხოვნები და არ ვუერთდები ამ მოთხოვნას, რომ ჩამოვაქციოთ. გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ ყველამ თავის ადგილას, სადაც მუშაობს და რასაც აკეთებს, იმ საქმეს მიხედოს, რაც იცის. მე არ ვიცი პოლიტიკა, ბიზნესმენი ვარ და პოლიტიკოსმა უნდა მიხედოს თავის საქმეს, ოღონდ ისე, რომ მე ვიყო კმაყოფილი. არ ვუერთდები არანაირ პეტიციას, რადგან ჩემი მოსაზრებები მაქვს“, – განაცხადა ირაკლი იაშვილმა.