გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოს ხელისუფლებამ ეუთო/ოდირის რეკომენდაციები უნდა შეასრულოს

24-12-2024

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ სოციალურ ქსელ X-ში მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ეუთო/ოდირის მიერ არის ჩაწერილი 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიის საბოლოო დასკვნაში.


„ეუთო/ოდირის დასკვნა ადასტურებს სერიოზულ ხარვეზებს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში. ხელისუფლებამ უნდა განიხილოს მოცემული რეკომენდაციები, ხოლო ადამიანის უფლებათა დარღვევაში ეჭვმიტანილი ადამიანები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ. მე ასევე ხაზს ვუსვამ, რომ მუქარის შემცველი განცხადებები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მიუღებელია“, - დაწერა ცაჰკნამ.