გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

სოფელ ჭალადიდში მდინარე რიონზე დაზიანებული ბორნის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

11-12-2017

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე რიონზე დაზიანებული ბორნის აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. აღდეგნით სამუშაოებს დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი და ადგილობრივი ხელსუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.

7 დეკემბერს ძლიერი წყალდიდობის შედეგად მდინარე რიონმა ბორანის ბაგირი მოგლიჯა და სამაგრი ბოძები დააზიანა. სწორედ ამ ბორანის საშუალებით უკავშირდება გარესამყაროს 14 ოჯახი.

დაზიანებული ბორანის აღდგენა მომავალ კვირას დასრულდება, მანამდე კი ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, გარესამყაროს მოწყვეტილ 14 ოჯახს მოტორიანი ნავი მოემსახურება.