გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ირაკლი კობახიძე: შაიშმელაშვილი მუშაობდა გდდ-ის 17 სტრუქტურული ერთეულიდან ერთ-ერთში, ერთი შარლატანი მრავალათასიან სტრუქტურაში ჩვეულებრივი მოვლენაა

27-12-2024

ერთი შარლატანი მრავალათასიან სტრუქტურაში ჩვეულებრივი მოვლენაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილის უფროსის, ირაკლი შაიშმელაშვილის განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.


როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, ირაკლი შაიშმელაშვილი არ იყო მაღალჩინოსანი, ის მუშაობდა გდდ-ის 17 სტრუქტურული ერთეულიდან ერთ-ერთში.


„ეს ჩვეულებრივი შარლატანია, არანაირი სერიოზული კომენტარი ამასთან დაკავშირებით. მაღალჩინოსანი არ იყო. გდდ-ში არის 17 სტრუქტურული ერთეული და ამ 17-დან ერთ-ერთში მუშაობდა ეს კაცი. ეს არ იყო მაღალი თანამდებობის პირი. ერთი შარლატანი მრავალათასიან სტრუქტურაში ჩვეულებრივი მოვლენაა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.