გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ჭიათურის სოფელ რგანში მოსახლეობამ გზა გადაკეტა

12-11-2018

ჭიათურის რაიონის სოფელ რგანში ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი რგანის დამაკავშირებელი გზა გადაკეტეს და კერძო კომპანიების კუთვნილ სატვირთო ავტომობილებს მოძრაობა აუკრძალეს.


აქციის მონაწილეების განმარტებით, სოფელში მდებარე სასაფლაოს ჩამოშლა ემუქრება, რადგან სასაფლაოსთან მანგანუმის მოსაპოვებლად თხრიან მიწას.

მოსახლეობის თქმით, უკვე მიმართეს რაიონის ხელმძღვანელობას, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია.


მანგანუმლოჯისტიკის დირექტორის ნოდარ მიქაბერიძის თქმით კი, სამუშაოები არ უქმნის საფრთხეს მოსახლეობას და ამასთან დაკავშირებით დასკვნები გაცემული აქვს როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს. ასევე გეოლოგებს და კომპანიები კანონიერად აწარმოებენ მოპოვებით სამუშაოებს.


imedinews.ge