გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ირაკლი კობახიძე: არსებობს ასეთი ძველი ამერიკული ფილმი, „სასაცილო გოგონა" და სალომე ზურაბიშვილს ძალიან უხდება ეს სათაური

27-12-2024

არსებობს ასეთი ძველი ამერიკული ფილმი, „სასაცილო გოგონა" და სალომე ზურაბიშვილს ძალიან უხდება ეს სათაური, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


პრემიერ-მინისტრს კითხვა დაუსვეს სალომე ზურაბიშვილის მიერ საპრეზიდენტო სასახლის დატოვებასთან დაკავშირებულ განცხადებებზე, რაზეც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია.


„არსებობს ასეთი ძველი ამერიკული ფილმი, „სასაცილო გოგონა" და სალომე ზურაბიშვილს ძალიან უხდება ეს სათაური. აქაც სერიოზული კომენტარის გაკეთება არის შეუძლებელი", - აღნიშნა პრემიერმა.