გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დიმიტრი გაბუნია: პირი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს დაემუქრა ყოფილი სამხედროა და უკრაინაში ცხოვრობს

12-11-2018

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ადვოკატის, დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, პირი, რომელმაც მმართველი პარტიისაგან მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი შეტყობინებები გაუგზავნა, ამ ეტაპზე უკრაინაში მოღვაწეობს და საქართველოში არ იმყოფება.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ დამნაშავე პირები უმკაცრესად დაისაჯონ.

„ამ ეტაპზე რაც შემიძლია გითხრათ ის არის, რომ პირი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს დაემუქრა იბრძოდა და იბრძვის. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ის საზღვარგარეთ, უკრაინაში იმყოფება და ქართული შეიარაღებული ძალების ყოფილი მოსამსახურეა. ჩემი, როგორც ერთი იურისტის და ადვოკატის აზრით, ქვეყნის პირადი საქმეა, რომ პრეზდიენტობის კანდიდატის სიცოცხლის მიმართ მუქარა და მისი ოჯახის წევრზე განხორციელებული მუქარა უმკაცრესად უნდა იყოს დასჯილი,“ - განაცხადა გაბუნიამ.