გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ლევან მაჭავარიანი: მიხეილ ყაველაშვილი ჩვენი ქვეყნის გამორჩეული პატრიოტია. არ არსებობს ადამიანი, ვინც მას იცნობს და ვისაც შეუძლია ამაში ეჭვის შეტანა

28-12-2024

„მიხეილ ყაველაშვილი ჩვენი ქვეყნის გამორჩეული პატრიოტია. არ არსებობს ადამიანი, ვინც მას იცნობს და ვისაც შეუძლია ამაში ეჭვის შეტანა,“ - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. 

„რა თქმა უნდა, იგი {მიხეილ ყაველაშვილი} არის გამორჩეული პატრიოტი ჩვენი ქვეყნის. არ არსებობს ფიზიკურად ადამიანი, ვინც მას ან ახლოდან იცნობს ან შორიდან, ვისაც შეუძლია ამაში ეჭვის შეტანა და ვისთვისაც ის ღირებულებებია ძალიან მნიშვნელოვანი, რაც არის რეალურად ქართული ღირებულებები - ჩვენი იდენტობა, ჩვენი კულტურა, ჩვენი ტრადიციები, ჩვენი სუვერენიტეტის გამყარება, ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება და კიდევ უფრო გაძლიერება“, - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.