გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ქუთაისში „ქართული ოცნების“ ოფისთან კოორდინატორების მობილიზება მიმდინარეობს

12-11-2018

ქუთაისში „ქართული ოცნების“ ოფისთან კოორდინატორების მობილიზება მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი იტყობინება.


როგორც კოორდინატორები აცხადებენ, ისინი შტაბში საარჩევნო თემასთან დაკავშირებით არიან დაბარებული, თუმცა ჯერ არ იციან, მათ ვინ შეხვდება.


დაუდასტურებელი ინფორმაციით, მხარდამჭერებთან შეხვედრა რეგიონული სამსახურის უფროსს აქვს დაგეგმილი.


შტაბში მივიდა ვიცე-მერი გიორგი იობაშვილი. მისი თქმით, ის შვებულებაშია.


ადგილზე იმყოფებიან საკრებულოს თავმჯდომარე ნიკა ლატარია და მოადგილე რამაზ ჩხიკვაძე.


ipn.ge