გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პრემიერი: მიხეილ ყაველაშვილი ძალიან კარგად წარმოადგენს ქვეყანას, სადაც ეს იქნება საჭირო ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად

29-12-2024

თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკას ახორციელებს მთავრობა და შესაბამისად, პირველ რიგში მთავრობა იქნება პასუხისმგებელი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების დაცვაზე.


„ასე არის კონსტიტუციურად განაწილებული უფლებამოსილებები. ძალიან კარგად წარმოადგენს მიხეილ ყაველაშვილი ქვეყანას, სადაც ეს იქნება საჭირო ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. ჩვენ ერთნაირად, როგორც მთავრობა, ისევე პრეზიდენტი, ერთად ვიზრუნებთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაზე, მათ შორის, საგარეო პოლიტიკის კუთხით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.