გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

შალვა პაპუაშვილი: მიხაელ როთის და ნატალი ლუაზოს ხელისუფლებები რომ რამეს იტყვიან სხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევაზე

6-01-2025

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიხაელ როთის და ნატალი ლუაზოს ხელისუფლებები სხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევაზე არ უნდა საუბრობდნენ, რადგან ქართულ არჩევნებში ასეთი უხეში და უკანონო ჩარევით, იმ დემოკრატიის და სუვერენიტეტის ტოტს ჭრიან, რომელზეც თავად სხედან.


"რამხელა ირონიაა გერმანიის და საფრანგეთის ხელისუფლებების წუწუნში ილონ მასკის განცხადებების გამო და მის მიმართ არჩევნებში ჩარევის ბრალდება.

მიხაელ როთის და ნატალი ლუაზოს ხელისუფლებები რომ რამეს იტყვიან სხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევაზე.


იმედია, ნელ-ნელა ბევრი გააცნობიერებს, რომ ქართულ არჩევნებში ასეთი უხეში და უკანონო ჩარევით, იმ დემოკრატიის და სუვერენიტეტის ტოტს ჭრიან, რომელზეც თავად სხედან", - წერს შალვა პაპუაშვილი.