გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ალექსეი არესტოვიჩი: პრეზიდენტის ოფისი არის ადგილი, სადაც საუბრობენ რუსულად, ყველა გამონაკლისის გარეშე, პრეზიდენტ ზელენსკის ჩათვლით

7-01-2025

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ოფისში კადრს მიღმა ყველა საუბარი მიმდინარეობდა რუსულ ენაზე.


მისივე თქმით, რუსულად საუბრობს ყველა გამონაკლისის გარეშე, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ჩათვლით.


„ყველაზე უარესი ისაა, რომ ყველა მოლაპარაკება მიმდინარეობდა რუსულად, ყველა საუბარი კადრს მიღმა მიმდინარეობდა რუსულ ენაზე. პრეზიდენტის ოფისი არის ადგილი, სადაც საუბრობენ რუსულად, ყველა გამონაკლისის გარეშე, პრეზიდენტ ზელენსკის ჩათვლით. არანაირი შიდა გამონაკლისი არ არსებობს, ოფიციალური საუბრის გარდა. ადამიანი ამბობს, რომ მე ჩემ მშობლიურ ენაზე, ჩემი დედის მშობლიურ ენაზე გავიზარდე და გავიკეთე კარიერა - მე მას პატივს არ ვცემ. ჩემი იქ ყოფნის განმავლობაში, მე არ მომისმენია არცერთი თათბირი ოფისში, რომელიც არ იყო ჩატარებული რუსულ ენაზე. მე იქ გავატარე ორნახევარი წელი და თან როგორი წლები“ , - აცხადებს არესტოვიჩი.