გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ზაალ ანჯაფარიძე „ბათუმელების“ დირექტორის მზია ამაღლობელის დაკავებაზე: პოლიციელის ფიზიკური შეურაცხყოფა ევროპასა და ამერიკაში დასჯადია? კი, დასჯადია, თან საკმაოდ მკაცრად დასჯადი

12-01-2025

გუშინ გამოაცხადეს, გაზეთ „ბათუმელების“ დირექტორი დააკავესო, მაგრამ არ თქვეს, რისთვის. ვიღაცებისთვის ეს გამოჩნდა, როგორც მედიის შევიწროება. თურმე რა მომხდარა სინამდვილეში! აი, ასე წარმოუდგენიათ მათ ევროპისკენ სვლა, - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან სამართალდამცველისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავებას.


მისივე თქმით, ალბათ, მზია ამაღლობელიც შეემატება ბოლო დროს შექმნილი და ჩვენთვის თავსმოხვეული ყალბი „გმირების“ სიას. მანვე აღნიშნა, რომ პოლიციელის ფიზიკური შეურაცხყოფა ევროპასა და ამერიკაში დასჯადია და თან საკმაოდ მკაცრად დასჯადი.


„გუშინ გამოაცხადეს, გაზეთ „ბათუმელების“ დირექტორი დააკავესო, მაგრამ არ თქვეს, რისთვის. ვიღაცებისთვის ეს გამოჩნდა, როგორც მედიის შევიწროება. თურმე რა მომხდარა სინამდვილეში! აი, ასე წარმოუდგენიათ მათ ევროპისკენ სვლა. ეს ქალიც, ალბათ, შეემატება ბოლო დროს შექმნილი და ჩვენთვის თავსმოხვეული ყალბი „გმირების“ სიას. ახლა კი მარტივი კითხვა: პოლიციელის ფიზიკური შეურაცხყოფა ევროპასა და ამერიკაში დასჯადია? კი, დასჯადია, თან საკმაოდ მკაცრად დასჯად“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.