გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

გია აბაშიძე „ბათუმელების“ დირექტორის დაკავებაზე: მიკვირს, რომ ამერიკის მსგავსად, მოძალადე მზია ამაღლობელი ასფალტზე არ ახოხიალეს - მაქსიმალური სასჯელი ყველა იმ მოძალადეს, რომელიც სახელმწიფოს თავს ესხმის!

12-01-2025

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ბათუმელების“ დირექტორის, მზია ამაღლობელის მიერ პოლიციელისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ამსახველ კადრებს აქვეყნებს და წერს, რომ მაქსიმალური სასჯელი ეკუთვნის ყველას, ვინც სახელმწიფოს თავს ესხმის.


აბაშიძის თქმით, გასაკვირია, რომ აშშ-ის მსგავსად, პოლიციელზე ძალადობის გამო, ამაღლობელი „ასფალტზე არ ახოხიალეს“.


„ნაცჟურნალისტობაც ძალიან დიდი ქაჯობაა. მიკვირს, რომ ამერიკის მსგავსად, ეს მოძალადე, ვინმე მზია ამაღლობელი, ასფალტზე არ ახოხიალეს. მაქსიმალური სასჯელი ყველა იმ მოძალადეს, რომელიც სახელმწიფოს თავს ესხმის! კმარა ამ ნაცგაიძვერების ბოგინი! ოფიცერო, ჩემი მოკრძალებული მხარდაჭერა შენ, შენს ოჯახსა და კოლეგებს”, - წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.