გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

დავით ჩიხელიძე: ბლინკენი სულ წესებზე დამყარებული წესრიგის სიკეთეზე ლაპარაკობდა, მაგრამ ეს წესები ძალიან ბუნდოვანი ჩანს

14-01-2025

„ბლინკენი სულ წესებზე დამყარებული წესრიგის სიკეთეზე ლაპარაკობდა, მაგრამ ეს წესები ძალიან ბუნდოვანი ჩანს - საქართველოს პრემიერი ირანში ჩავიდა დაღუპული პრეზიდენტის სამძიმარზე და სანქციები დავუწესოთ საქართველოსო. იმავე სამძიმარზე სომხეთის პრეზიდენტიც ჩავიდა და სტრატეგიული პარტნიორობა გავაფორმოთო“, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.


„დღეს სომხეთის საგარეო მინისტრი არარატ მირზოიანი და ენტონი ბლინკენი ვაშინგტონში ხელს მოაწერენ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს. ბლინკენი სულ წესებზე დამყარებული წესრიგის სიკეთეზე ლაპარაკობდა, მაგრამ ეს წესები ძალიან ბუნდოვანი ჩანს - საქართველოს პრემიერი ირანში ჩავიდა დაღუპული პრეზიდენტის სამძიმარზე და სანქციები დავუწესოთ საქართველოსო. იმავე სამძიმარზე სომხეთის პრეზიდენტიც ჩავიდა და სტრატეგიული პარტნიორობა გავაფორმოთო. თან ირანი და სომხეთიც სტრატეგიული პარტნიორები არიან. ბოდიშს კი ვიხდი მისტერ ბლინკენთან, მაგრამ ეს წესებია, თუ უწესობა?”, - წერს დავით ჩიხელიძე.