გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ლევან ნიკოლეიშვილი ფინანსისტ ნიკოლოზ შურღაიაზე: ეს ის არ არის, „პაშა ბანკი“ რომ დააქცია? ეს უბედური, 3 ბანკიდან და 2 ქვეყნის სისტემიდან გამოგდებული, უმუშევარი გაიფიცება თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს?

14-01-2025

ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, 15 იანვარს დაანონსებულ გაფიცვაში ფინანსისტ ნიკოლოზ შურღაიას მონაწილეობას სოციალურ ქსელში აფასებს.


მისი განცხადებით, სწორედ შურღაიამ დააქცია „პაშა ბანკი”, გამოგდებულია სამი ბანკიდან და ორი ქვეყნის სისტემიდან. შესაბამისად, ნიკოლეიშვილის თქმით, უმუშევარი შურღაია გაიფიცება თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს.


„ეს ის არ არის, "პაშა ბანკი" რომ დააქცია... ეს უბედური, 3 ბანკიდან და 2 ქვეყნის სისტემიდან გამოგდებული (როგორც მისი კოლეგები ახასიათებენ ხოლმე) უმუშევარი გაიფიცება თუ არა რა მნიშვნელობა აქვს? იფიცოს და იყოს. ნიკოლოზ, პომპონჩიკიანი ან რუსული უშანკა ქუდი მაინც დაიფარე თავზე, გიხდება!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.