| « ოქტომბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | |||
| 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
| 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
| 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
| 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
13-11-2018
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ოქტომბერში ამბროლაურის აეროპორტი 159 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 61%-ით მეტია (2017 წელი – 99 მგზავრი).
„აღსანიშნავია, რომ მგზავრების უმეტესობა უცხოელი ვიზიტორები იყვნენ, რაც იმის ნიშანია, რომ საქართველო, კერძოდ რაჭა, უცხოელი ვიზიტორებისათვის და ტურისტებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება.
ჯამში, ოქტომბერში ადგილობრივი აეროპორტები 991 მგზავრს მოემსახურა, რაც 91% მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2017 წელი – 518 მგზავრი)“, – აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.
მათივე ინფორმაციით, ნოემბერში ამბროლაურის მიმართულებით რეისები ნატახტარიდან და პირიქით, კვირაში ორჯერ: პარასკევსა და კვირას სრულდება. ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით ფრენის ღირებულება ზრდასრულებისთვის 50ლარია. 3-დან 12 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის – 35 ლარი, ხოლო 3 წლამდე ჩვილებისთვის მგზავრობა უფასოა.