გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

შემოსავლების სამსახური: ტექნიკური ხარვეზის გამო, დროებით შეზღუდულია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდით სარგებლობა

15-01-2025

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, შიდა ქსელის სისტემური დაზიანების გამო, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დროებით შეჩერებულია გარკვეული სახის ელექტრონული სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა.


"მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები, რათა დროულად მოხდეს მომსახურების სრული აღდგენა.


აქვე გაცნობებთ, რომ სასურველი ინფორმაციის მისაღებად, 09:00 საათიდან - 18:00 საათამდე, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრს - 2 299 299 ან ისარგებლოთ RS ჩათის/ RS ბოტის მეშვეობით ან მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@rs.ge.


შემოსავლების სამსახური ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხებისთვის" –აცხადებენ უწყებაში.