გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი კობახიძე: თუ ვინმე არ ითანამშრომლებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან, ამისთვის გათვალისწინებულია სისხლის სამართლის სასჯელი

15-01-2025

თუ ვინმე არ ითანამშრომლებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან, ამისთვის არის გათვალისწინებული სისხლის სამართლის სასჯელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, შესაბამისად, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა ვერ იქნება ოპოზიციის გადასაწყვეტი.


„თუ ვინმე არ ითანამშრომლებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან, ამისთვის არის გათვალისწინებული სისხლის სამართლის სასჯელი. აქედან გამომდინარე, თავად შეგიძლიათ განსაჯოთ, რა სახით განვითარდება პროცესები. რა თქმა უნდა, ყველას მოუწევს გამოძიებასთან თანამშრომლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ ამოქმედდება შესაბამისი ზომები", - განაცხადა პრემიერმა.