გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ოთარ ანგურიძე: არსებული პოლიტიკური თავისუფლებიდან გამომდინარე, „TBC ბანკი“-ის მოგებამ პირველ 9 თვეში 894 777 539 ლარი შეადგინა, ხოლო „თეგეტა მოტორსი“-ს - 57 569 000 ლარი 6 თვეში, ასეთ ვითარებაში დასკვნების გამოტანა ძალიან მარტივდება

16-01-2025

ეკონომიკის ექსპერტი ოთარ ანგურიძე სოციალურ ქსელში კომპანიების გაფიცვას ეხმიანება.


როგორც ექსპერტი აღნიშნავს, როცა ოპოზიციასთან ერთად გაფიცულთა ჩამონათვალში ვხედავთ ისეთ კომპანიებს, რომლებსაც, არსებული პოლიტიკური თავისუფლებიდან გამომდინარე, მოგებები რამდენჯერმე გაეზარდათ, ასეთ ვითარებაში დასკვნების გამოტანა ძალიან მარტივდება.


„გაფიცვაც არის და გაფიცვაც, მაგრამ როცა ოპოზიციასთან ერთად ამ გაფიცულთა ჩამონათვალში ვხედავთ ისეთ კომპანიებს, რომლებსაც, არსებული პოლიტიკური თავისუფლებიდან გამომდინარე, მათი მოგებები რამდენიმეჯერ გაიზარდა და მაგალითისთვის „TBC ბანკი“-ის მოგებამ პირველ 9 თვეში 894 777 539 ლარი შეადგინა, ხოლო „თეგეტა მოტორსი“-ის - 57 569 000 ლარი 6 თვეში. ასეთ ვითარებაში დასკვნების გამოტანა ძალიან მარტივდება“, - წერს ოთარ ანგურიძე.