გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

რუსთავის მერია ცნობილი ქანდაკების შესახებ ხარჯებს ასაიდუმლოებს

22-01-2025

ცნობილი ქანდაკების შესახებ, რომელიც დადგმისთანავე რუსთავის მოსახლეობისა და სოციალური ქსელების მომხმარებლების განხილვის თემა გახდა, რუსთავის მერია ხარჯებს ასაიდუმლოებს.


პორტალმა REGION.GE, რუსთავის მერიას კითხვები ჯერ კიდევ გასული წლის 13 დეკემბერს გაუგზავნა. მერიამ განცხადება ნომრით 10/3824348143-01 დაარეგისტრირა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მოუწერია.


კონკრეტულად, ჩვენმა პორტალმა რუსთავის მერიას შემდეგი კითხვებით მიმართა:

  1. რა დაჯდა რუსთავში დადგმული ქანდაკება, რომლის დემონტაჟიც ერთ დღეში მოხდა?
  2. ვინ არის ქანდაკების ავტორი?
  3. რის საფუძველზე შეიქმნა ეს ქანდაკება, იყო თუ არა გამოცხადებული კონკურსი და ვის მიერ იქნა მოწონებული მისი ესკიზი?
  4. რა ბედი ელის ქანდაკებას დემონტაჟის შემდეგ?

როგორც აღვნიშნეთ, პორტალ REGION.GE -ს ამ დრომდე არცერთ კითხვაზე პასუხი არ მიუღია.


შეგახსენებთ, რომ ეს ქანდაკება რუსთავში გასული წლის მიწურულს დაიდგა, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობისა და სოციალური ქსელების მომხმარებელთა პროტესტის გამო, რუსთავის მერია იძულებული გახდა ძეგლი მალევე აეღო.