გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ტაკერ კარლსონი: ბაიდენის ადმინისტრაცია პუტინის მოკვლას აპირებდა

28-01-2025

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია და კერძოდ ყოფილი სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მოკვლის გეგმას ამუშავებდნენ, - განაცხადა ამერიკელმა ჟურნალისტმა ტაკერ კარლსონმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს.


„ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ტონი ბლინკენი არსებული ომის [უკრაინაში] გაგრძელების მომხრე იყო, პუტინის მკვლელობის მცდელობაა. ბაიდენის ადმინისტრაცია მართლა აპირებდა პუტინის მოკვლას“, - თქვა კარლსონმა.


კარლსონს არ დაუკონკრეტებია, თუ როგორ და სად უნდა მომხდარიყო პუტინის მკვლელობა, თუმცა ის ასეთ მცდელობებს სულელურს უწოდებს. მისი თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია ამას აკეთებდა იმიტომ, რომ „მისთვის ქაოსი არის დამცავი ფარი“.