გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

კასპის სოფელ გარიყულაში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, შალვა გოჩიტაშვილს 101 წელი შეუსრულდა

2-02-2025

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გარიყულაში მცხოვრებ, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს შალვა გოჩიტაშვილს  101 წელი შეუსრულდა.


იუბილარს, დაბადების დღე კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომდგენელმა კასპის მუნიციპალიტეტში, თადარიგის პოლკოვნიკმა ლავრენტი ბაიდაურმა, შიდა ქართლის სამმართველოს უფროსმა ზვიად საბაშვილმა  და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიულოცეს.


ვეტერანი ომში 17 წლის ასაკში წავიდა, ომის დასრულების შემდეგ უკრაინის შავი ზღვისპირეთს იცავდა და სამშობლოში, 1947 წელს დაბრუნდა.


კასპის მუნიციპალიტეტის მერია შალვა გოჩიტაშვილს ულოცავს  დაბადების დღეს, უსურვებს ჯანმრთელობას და დღეგრძელობას.