გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გია აბაშიძე: ძალიან საბრალონი არიან კოლექტიური ლორა თორნტონები, სულ ტყუილად იყეფეს, "სვისტოკიანი" უსაქციელო მარგინალების გარდა არავის ადარდებს მათი აზრი

2-02-2025

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის და საქართველოში NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის მიერ საპროტესტო აქციის მონაწილეებისთვის შეთავაზებულ ტაქტიკას - "კარგი იქნება, ქართველმა ფერმერებმა ნეხვი ყველა სამთავრობო შენობის წინ დაყარონ!" როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ძალიან საბრალონი არიან კოლექტიური ლორა თორნტონები, სულ ტყუილად იყეფეს, რადგან "სვისტოკიანი" უსაქციელო მარგინალების გარდა არავის ადარდებს მათი აზრი.


"ძალიან საბრალონი არიან კოლექტიური ლორა თორნტონები, სულ ტყუილად იყეფეს, "სვისტოკიანი" უსაქციელო მარგინალების გარდა არავის ადარდებს მათი აზრი. პოლიტიკურად მოხტუნავე ცუკერბერგის მსგავსად, არაერთი მსხვილი ბიზნესმენი დონორულ პრიორიტეტებს ცვლის აშშ-ში. „მაკკეინის ინსტიტუტის“ ნეოკონი სპონსორებიც მალე განზე დადგებიან. თორნტონი სადმე ბალტიურ ან სკანდინავიურ მათხოვრობა „ენჯეოში" შეძვრება და მერე?" - წერს გია აბაშიძე.