გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნინო წილოსანი: ლორა თორნტონი, რომელიც დღეს ფერმერებს ქართველი ადამიანისთვის მიუღებელი საქციელისკენ მოუწოდებს, სულ ცოტა ხნის წინ, მაკკეინის ინსტიტუტის დოკუმენტიდან მოითხოვდა მსხვერპლს აქციებზე

2-02-2025

„ლორა თორნტონი, რომელიც დღეს ფერმერებს ქართველი ადამიანისთვის მიუღებელი საქციელისკენ მოუწოდებს, სულ ცოტა ხნის წინ, მაკკეინის ინსტიტუტის დოკუმენტიდან მოითხოვდა მსხვერპლს აქციებზე,“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს. 


„საერთოდ არ „ორკესტრირებენ” გარედან და საერთოდ არ აქვს ადგილი უცხოური გავლენით საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობას. ლორა თორნტონი, რომელიც დღეს ფერმერებს ქართველი ადამიანისთვის მიუღებელი საქციელისკენ მოუწოდებს, სულ ცოტა ხნის წინ, მაკკეინის ინსტიტუტის დოკუმენტიდან მოითხოვდა მსხვერპლს აქციებზე.


იქამდე კი, NDI საქართველოს ყველაზე პოლიტიზებული ხელმძღვანელი იყო, რომელმაც თავისი მიკერძოებული წინასაარჩევნო კვლევებით, (რომლებიც სხვათა შორის არასდროს მართლდებოდა, რადგან სრული სიცრუე იყო) და სხვა პოლიტიკური ნაბიჯებით მძიმედ დააზიანა ამ ორგანიზაციის მიმართ ნდობა (( შეგახსენებთ, ასევე ლორა თორნტონის ნათქვამია, რომ დონალდ ტრამპი მოძალადე და დამნაშავეა“, - წერს წილოსანი.