გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ზაალ ანჯაფარიძე: დღეს პოლიცია აღკვეთს თბილისში შემოსასვლელი მაგისტრალის გადაკეტვის მცდელობას, დაიწერება ბევრი ჯარიმა, ზოგიერთები ციხის ნარებზე მოხვდებიან

2-02-2025

„დღეს პოლიცია აღკვეთს თბილისში შემოსასვლელი მაგისტრალის გადაკეტვის მცდელობას“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში წერს.


მისი განცხადებით, „ფსევდო ელიტა” ისევ აკვნესდება, ბავშვებს ხელი არ ახლოთო, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ტელეკამერებთან იპოზიორებენ, ზოგიერთი კანონდამრღვევი კი ციხეში მოხვდება.


„დღეს პოლიცია აღკვეთს თბილისში შემოსასვლელი მაგისტრალის გადაკეტვის მცდელობას. "წითელი ნომენკლატურული ფსევდო ელიტა" ისევ აკვნესდება - "ბავშვებს ხელი არ ახლოთ!" ოპოზიციის ლიდერები მივლენ და ტელეკამერებთან იპოზიორებენ. დაიწერება ბევრი ჯარიმა, ზოგიერთები ციხის ნარებზე მოხვდებიან,” - წერს ანჯაფარიძე.