გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი", დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს

4-02-2025

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე, მალულად შემოტანის მცდელობის  ფაქტი აღკვეთეს.

"უცხო ქვეყნის მოქალაქეს, აკრძალული ნარკოტიკული საშუალება მის მართვის ქვეშ არსებულ სატვირთო ავტომობილში, წინასწარ დამზადებულ 147 შეფუთვად (საერთო ჯამში 665 გრამი) დაფასოებულ და დაპრესილი ჩაით სავსე პოლიეთილენის პაკეტებში ჰქონდა განთავსებული.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულს გადაეცა" -აცახდებენ უწყებაში.