გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ბაკურიანში ძიუდოს ჩემპიონატი "ბაკურიანი 2025" გაიმართა

5-02-2025

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, აფხაზეთის ძიუდოს აკადემიის ორგანიზებითა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის ხელშეწყობით, დაბა ბაკურიანში ძიუდოს ჩემპიონატი "ბაკურიანი 2025" გაიმართა.


ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ასპარეზობაში მონაწილეობა მიიღეს 2008-2009 და 2010-2011 წლებში დაბადებულმა ვაჟებმა და გოგონებმა საქართველოს ყველა რეგიონიდან.


ჩემპიონატი 15 წონით კატეგორიაში გაიმართა. გამარჯვებულებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული მედლები, სიგელები, და სიმბოლური საჩუქრები ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ, ანზორ მარგიანმა, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა, დავით მორგოშიამ, ტიტულოვანმა ძიუდოისტებმა ლუხუმ ჩხვიმიანმა და ავთანდილ ჭრიკიშვილმა გადასცეს.


ტურნირის არბიტრთა შორის გახლდათ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონიტორინგისა და აუდიტის სამსახურის უფროსი, აფხაზეთის, სამაჩაბლოს და 2008 წლის ომების ვეტერანი, სპორტის ოსტატი ჭიდაობა ძიუდოში, ეროვნული კატეგორიის მსაჯი, გია ედილაშვილი.


აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის დაწყებამდე, ასპარეზობის მონაწილე სპორტსმენები დაბა ბაკურიანში 10 დღის განმავლობაში ვარჯიშობდნენ და ემზადებოდნენ.


ასპარეზობას ასევე ესწრებოდნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლები და ვეტერანები.


ინფორმაციისთვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ ''აფხაზეთის ძიუდოს აკადემიას'' შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გასულ წელს გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, აფხაზეთის ძიუდოს აკადემია, სადაც ჭიდაობა ძიუდოში 5-17 წლის მოსწავლე-ახალგაზრდები ვარჯიშობენ, უსასყიდლოდ წვრთნის ვეტერანთა, სოციალურად დაუცველთა და მრავალშვილიანი ოჯახების შვილებს.