გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ირაკლი კობახიძე: დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებისთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება, რომ გახარიას პარტიასაც, ანუ „ნაცმოძრაობის" ბოლო წარმომადგენლობასაც საქართველოს პარლამენტში შეუწყდეს მანდატები, უცხოელი აგენტების ადგილი პარლამენტში არაა

6-02-2025

მანდატების შეწყვეტას არავითარი ალტერნატივა არ ჰქონდა, რაც შეეხება გახარიას პარტიას, არც მისი ადგილია საქართველოს პარლამენტში, ზოგადად, არც ერთი უცხოელი აგენტის ადგილი არაა პარლამენტში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ყაზახეთში განუცხადა.


მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტში ექსკლუზიურად ის ადამიანები უნდა იყვნენ წარმოდგენილნი, ვინც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ემსახურებიან.


„საქართველოს პარლამენტში უნდა იყვნენ წარმოდგენილნი ექსკლუზიურად ის ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ვნახოთ, რა იქნება მომავალში. ორი თეორიული ვარიანტი არსებობს იმისათვის, რომ გახარიას პარტიასაც შეუწყდეს მანდატები, რაც არის მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი, ერთი - თუ ამ სესიის განმავლობაში გააცდენენ სხდომებს და მეორე - თუ დაწერენ განცხადებას. მე ვფიქრობ, რომ საუკეთესო ვარიანტი იქნება ჩვენი დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებისთვის ამ პოლიტიკურ პარტიასაც, ანუ „ნაცმოძრაობის" ამ ბოლო წარმომადგენლობასაც საქართველოს პარლამენტში შეუწყდეს მანდატები,"- განაცხადა პრემიერმა.