გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სამეგრელოში უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს

7-02-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამეგრელოში უკანონო თევზჭერის  2 ფაქტი გამოავლინეს.


ქალაქ ფოთში, მდინარე კაპარჭინაზე, უკანონო თევზჭერის ფაქტი დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად გატარებული ღონისძიების შედეგად გამოავლინეს.  მოქალაქეები, რკინის კონსტრუქციისგან დამზადებული მოტორიანი ნავის საშუალებით, უკანონო თევზჭერას თევზჭერის ელექტროიარაღის საშუალებით ახდენდნენ. სამართალდამრღვევებს უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული კეფალის სახეობის 51 კგ თევზი.


წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჭალისწყალზე მოქალაქე უკანონო თევზჭერას თევზჭერის ელექტროიარაღის საშუალებით ახდენდა.


სამართალდამრღვევს უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული ქაშაპის სახეობის 1 კილოგრამამდე თევზი. 


ვინაიდან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.  

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.