გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თამთა მეგრელიშვილი თინა ხიდაშელს: თუ ერთ ადამიანს განზრახვა ჰქონდა, რომ მეორე ადამიანისთვის რამე კანონსაწინააღმდეგო მიეცა, როგორმე მოახერხებდნენ ისეთი ადგილის პოვნას, რომ შენი პატრონების მიერ გაგზავნილ, დავერბოვკებულ მედიას არ გადაეღო

7-02-2025

როგორც ჩანს, ტაივანიდან დაფინანსებულ ხიდაშელს უკვე ისეთ დავალებებს აძლევენ, თან აძალებენ ამ დავალებების შესრულებას, რომ სასაცილო მდგომარეობაში იგდებს თავს. წაიკითხეთ უბრალოდ რას ბოდავს - უტა ივანიშვილმა რომ ელჩს ჩემოდანი გადასცა, ეს სისხლის სამართლის დანაშაულიაო, - წერს “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.


მისი განცხადებით, თუ ადამიანს განზრახვა ჰქონდა, რომ მეორე ადამიანისთვის რამე კანონსაწინააღმდეგო მიეცა, როგორმე მოახერხებდნენ ისეთი ადგილის პოვნას, რომ ხიდაშელის პატრონების მიერ გაგზავნილ მედიას არ გადაეღო.


„როგორც ჩანს, ტაივანიდან დაფინანსებულ ხიდაშელს უკვე ისეთ დავალებებს აძლევენ, თან აძალებენ ამ დავალებების შესრულებას, რომ სასაცილო მდგომარეობაში იგდებს თავს. წაიკითხეთ უბრალოდ რას ბოდავს - უტა ივანიშვილმა რომ ელჩს ჩემოდანი გადასცა, ეს სისხლის სამართლის დანაშაულიაო... არადა რომ ჰკითხო, მასაც და მის ქმარსაც თავი იურისტებად მოაქვთ. თინა, ძვირფასო, საკუთარ რეპუტაციას, რომელიც უკვე პლინტუსს ქვემოთ გაქვს, ოდნავ მაინც გაუფრთხილდი. თუ ერთ ადამიანს განზრახვა ჰქონდა, რომ მეორე ადამიანისთვის რამე კანონსაწინააღმდეგო მიეცა, როგორმე მოახერხებდნენ ისეთი ადგილის პოვნას, რომ შენი პატრონების მიერ გაგზავნილ, დავერბოვკებულ მედიას არ გადაეღო. დასამალი არავის არაფერი აქვს, აი თქვენ კი გასაცოდავებული ჯშუშები ხართ, არარსებული თემებისგან სკანდალის შექმნას ცდილობთ და საბოლოოდ თავად იქეცით „დიფ სთეითის" კლოუნებად”, - წერს მეგრელიშვილი.