გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია S&P-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელ, BB დონეზე დატოვა, პერსპექტივა კი, კვლავ სტაბილურად შეაფასა

8-02-2025

მიმდინარე წლის 7 თებერვალს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია S&P-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელ, BB დონეზე დატოვა, პერსპექტივა კი, კვლავ სტაბილურად შეაფასა.


სარეიტინგო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს გააჩნია რეგიონის ქვეყნებთან შედარებით უფრო ძლიერი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ჩარჩო. ამასთან, რეიტინგის სტაბილურობას ეხმარება მთავრობის ვალის ზომიერი სიდიდე, მოქნილი გაცვლითი კურსის რეჟიმი.


საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ჩარჩო კვლავ, შედარებით გონივრულად არის მიჩნეული, განსაკუთრებით კი რეგიონის ქვეყნებთან მიმართებით.


სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს ფისკალური პარამეტრების ზღვრულ დონეზე არსებობას და ფისკალური გეგმების გადაჭარბებით შესრულებას. საბანკო რეგულაციები ეფექტიანად და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად არის შეფასებული.