გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანგილარში 50 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

11-02-2025

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანგილარში 50 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა.


კასპის მერიის ინფორმაციით, საბავშვო ბაღის შენობა ორი სოფლის ფერმა - ჩანგილარის მცხოვრებ პატარებს მოემსახურება. დღემდე საბავშვო ბაღს დამოუკიდებელი შენობა არ ჰქონდა და ნაქირავებ ბინაში ფუნქციონირებდა.


შენობა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის. გარდა ამისა, მოეწყო ეზო და ბავშვთა გასართობი სივრცე.


საბავშვო ბაღის შენობის გახსნის ღონისძიებას კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


მუნიციპალიტეტის მერმა და მხარის რწმუნებულმა პედაგოგებს, აღსაზრდელებს, მშობლებს მიულოცეს ახალ შენობაში გადასვლა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს. როგორც მათ აღნიშნეს მომავალ თაობაზე ზრუნვა და სათანადო პირობებში სკოლამდელი აღზრდის მიღება მათთვის მნიშვნელოვანია.


პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.