გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი კობახიძე: არსებითად, ქვეყანა მზად არის მოლაპარაკებებისთვის, ახლა ამ გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია ევროკავშირზე, მტკიცედ მივყვებით ქვეყნის განვითარების და რეფორმების გატარების გზას, ქვეყანა კიდევ უფრო დიდ პროგრესს მიაღწევს

12-02-2025

საქართველოში ძალიან სტაბილური სიტუაცია გვაქვს. ქვეყანა იზრდება ეკონომიკურად და ბევრი სხვა მიმართულებითაც. ჩვენ ურყევად მივყვებით ქვეყნის განვითარების გზას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, PhoenixTV-ის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.


მთავრობის მეთაურის თქმით, არსებითად, ქვეყანა მზად არის მოლაპარაკებებისთვის.


„ახლა ამ გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია ევროკავშირზე. ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ამავე დროს, ჩვენ მტკიცედ მივყვებით ქვეყნის განვითარების და რეფორმების გატარების გზას. ასე რომ, ქვეყანა კიდევ უფრო დიდ პროგრესს მიაღწევს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, მოლაპარაკებების დაწყებამდე აუცილებელია თუ არა, კიდევ 4 წელი დაიცადოს ქვეყანამ, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს დამოკიდებულია ევროკავშირზე.


„ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ თუ ევროკავშირი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ევროკავშირთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის ჩვენს ინტერესებში. მოდით, დაველოდოთ და ვნახოთ, რა მიდგომას აირჩევს ევროკავშირი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.