გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ნათია თურნავას სებ-ის პრეზიდენტად დანიშვნას ულოცავს

12-02-2025

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ნათია თურნავას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დანიშვნას ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.


როგორც სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორის იერონ კლიკისა და ალტერნატიული დირექტორის მარნიქს ვან რეის მილოცვაშია აღნიშნული, მოუთმენლად ელიან საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობის გაგრძელებას.


„გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი გულწრფელი მოლოცვა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დანიშვნასთან დაკავშირებით. მოუთმენლად ველით ჩვენი პარტნიორობის გაგრძელებას და წარმატებებს გისურვებთ თქვენს საქმიანობაში“, - ნათქვამია სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორის მიერ ნათია თურნავასთვის გამოგზავნილ წერილში.


გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ნათია თურნავა სებ-ის პრეზიდენტად დანიშნა. ნათია თურნავას კანდიდატურა მიხეილ ყაველაშვილს სებ-ის საბჭომ წარუდგინა, რომლის 4 ახალი წევრი საქართველოს პარლამენტმა 6 თებერვალს დაამტკიცა. სებ-ის საბჭო 9 წევრითაა დაკომპლექტებული.