გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: არჩევნების თარიღი ამომრჩევლის აქტივობაზე რაიმე გავლენას ვერ იქონიებს

14-11-2018

„არჩევნების დანიშვნა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეროგატივაა,რაც შეეხება დღის დანიშვნას, ეს დამოკიდებულია შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებაზე” - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.


მისი თქმით, არჩევნების თარიღი ამომრჩევლის აქტივობაზე გავლენას ვერ მოახდენს.


„ცესკო-ს გადასაწყვეტია როდის დაინიშნება არჩევნები. არ მგონია არჩევნების თარიღმა რაიმე გავლენა მოახდინოს ამომრჩელის აქტივობაზე. თქვენ გახსოვთ მაგალითად, სააკაშვილმა 2012 წელს ორშაბათ დღეს დანიშნა არჩევნები. თუმცა ეს არჩევნები იყო ყველაზე აქტიური საქართველოს უახლეს ისტორიაში, შესაბამისად აქ სპეკულაციებისთვის რაიმე საფუძველი ნამდვილად არ არის“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.