გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციას აქვს შიში, რადგან კარგად უწყიან საკუთარი დანაშაულების თაობაზე, მაქსიმალურად შეეცდებიან, გამოძიებას თავი აარიდონ

13-02-2025

ოპოზიციას აქვს შიში გამომდინარე იქიდან, რომ მათ კარგად უწყიან საკუთარი დანაშაულების თაობაზე, შესაბამისად, მათთვის საფრთხის შემცველია ეს გამოძიება, რომელიც წარიმართება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლები მაქსიმალურად შეეცდებიან, თავი აარიდონ გამოძიებას.


ოპოზიციას აქვს შიში გამომდინარე იქიდან, რომ მათ კარგად უწყიან საკუთარი დანაშაულების თაობაზე, შესაბამისად, მათთვის საფრთხის შემცველია ეს გამოძიება, რომელიც წარიმართება, აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ გამოძიებას თავი აარიდონ. თუმცა შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოს, კონკრეტულად პროკურატურას აქვს ყველა ბერკეტი იმისათვის, რომ სათანადოდ წარმართოს შესაბამისი გამოძიება, დანარჩენს დაველოდოთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.