გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა და ფილიპინების რესპუბლიკის საზღვაო ადმინისტრატორმა საზღვაო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი

13-02-2025

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ალექსი ახვლედიანმა და ფილიპინების რესპუბლიკას საზღვაო ადმინისტრატორმა სონია ბ. მალალუანმა (Ms. Sonia B. Malaluan) ორ ქვეყანას შორის საზღვაო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.


მემორანდუმი ითვალისწინებს საზღვაო სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, ტექნიკური დახმარების აღმოჩენას, ინფორმაციის გაცვლას და საზღვაო სფეროს განვითარების მიზნით ერთობლივი პროექტების განხორციელებას.


ხელმოწერის ცერემონია ლონდონში, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში (IMO) სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ხელმოწერის ცერემონიას დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებლი გიორგი საგანელიძე ესწრებოდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის საზღვაო სექტორში მიმდინარე პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.


აღსანიშნავია, რომ ფილიპინები მსოფლიოს 10 ქვეყანას შორისაა, როგორც მსხვილი გემთმშენებელი სახელმწიფო, დიდი გამოცდილებითა და ისტორიით. UN Trade and Development - ის 2023 წლის მონაცემების თანახმად, ფილიპინების რესპუბლიკის საზღვაო დროშის ქვეშ ჯამში 2,207 გემი დაცურავს, რომლის დედვეიტი 6 მილიონია. ფლოტის ნახევარზე მეტი (3.5 მილიონი dwt) - ფილიპინური კომპანიების მფლობელობაშია.